საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გასვლითი ღონისძიება ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში

მიმდინარე წლის 17 ივლისს DVV International-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის რეგიონული დირექტორის, პროფესორ Thomas Lichtenberg-ის მოწვევით განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და „განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოინახულეს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, სადაც მიიღეს ინფორმაცია DVV Internation-ის შესახებ. გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით ზრდასრულთა განათლების განვითარებას.

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირების გზებისა და მოქმედი სერვისების შესახებ. სტუდენტებმა დაათვალიერეს სასწავლო სივრცე.

თარიღი: 21/07/2023